„გაუფრთხილდით გარემოს“ - ბათუმის N30 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრთა ინიციატივით საინტერესო პროექტი განხორციელდა
28-04-2022
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით პროექტი - „გაუფრთხილდით გარემოს“ განხორციელდა.
სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ასევე, მათ მიერ მომზადებული საინფორმაციო პოსტერები საცხოვრებელ კორპუსებზე გამოაკრეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203