ქვემო ქედის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ლიტერატურულ-შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა
28-04-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

რა თქმა უნდა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 14 აპრილი. დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-შემეცნებითი ღონისძიება სკოლისათვის ჩვეული შემართებით აღინიშნა. „ხმათა ხავერდებისა და ღმერთების ენაზე“ ამეტყველებულმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართველობა არასოდეს გადაშენდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203