მახათაურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
28-04-2022
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მათივე დარგულ მარადმწვანე მცენარეებს შემოუბარეს, პლასტმასის ბოთლებში ნაძვის პატარა ნერგები ჩარგეს და ბოლოს, თემაზე - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ მინი კონფერენცია გამართეს.
აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს