უჯარმის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს
28-04-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ, მარიამ წიფლაშვილთან ერთად დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა სკოლის ეზო ყვავილებით გაალამაზეს და გარემოსდაცვითი სლოგანებით პლაკატები შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203