„თავისუფლება გმირთა ხვედრია“- ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
28-04-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და თემებს მუდამ მრავალფეროვან და ამავდროულად, საინფორმაციო კუთხით გაჯერებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ღონისძიება - „თავისუფლება გმირთა ხვედრია“ გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა მეტად საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
ღონისძიების ფარგლებში სასკოლო საზოგადოებას არც მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დავიწყებია და საქართველოს დროშასთან ერთად უკრაინის დროშაც შესანიშნავად დახატეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს არასოდეს ივიწყებენ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებს განსაკუთრებულ ღონისძიებებს უძღვნიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203