„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
28-04-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში ამჯერად პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ხორციელდება, რომლის ფარგლებში VI კლასის მოსწავლეებმა (საგნის პედაგოგი და კლასის დამრიგებელი: ს. საგანელიძე) პრეზენტაციები თემაზე - choose better... Live better... წარადგინეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ როგორ ახდენს გავლენას მავნე ჩვევები ჩვენს ჯანმრთელობაზე. განიხილეს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები.

პრეზენტაციები საინტერესოდ იყო წარმოდგენილი და მოსწავლეებმა თითოეული დეტალი ამომწურავად განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე გამოავლინეს.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203