შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ნამუშევრები მიუძღვნეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში კვირეული „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული“ განხორციელდა.
მის მიმდინარეობაში ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო, მათ აღდგომის თემატიკაზე არაჩვეულებრივი ნახატები შექმნეს, შემდეგ კი სკოლაში გამოფინეს.
აქტივობის ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თამარ კალანდაძე იყო.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.
„ეს თემა იმდენად ნაცნობი და საყვარელი იყო მოსწავლეებისთვის, რომ სიამოვნებით და ხალისით იმუშავეს ნახატების შექმნაზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: