„განვკურნოთ დედამიწა“ - წესის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა ჩვენი პლანეტისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს
28-04-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგის, ნონა ხუსკივაძის ხელმძღვანელობით 22 აპრილს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - Heal the earth (განვკურნოთ დედამიწა) მოამზადეს.
ბავშვებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს თუ, როგორ გაუფრთხილდნენ დედამიწას და საცხოვრებლად უკეთეს ადგილად როგორ აქციონ.
პროექტის ფარგლებში, ასევე მოიძიეს 14 ქვეყანა, რომელიც დედამიწისთვის ყველაზე მეტს აკეთებს.