ბათუმის N28 საჯარო სკოლაში თემაზე -„პეპი გრძელი წინდა“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
28-04-2022
ბათუმის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მე-3 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე „პეპი გრძელი წინდა“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. პედაგოგი კი თამილა ცეცხლაძე გახლავთ.

მიზანი - პერსონაჟების ქცევის შეფასება და ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა  იყო; გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა აღწერეს და დაასახელეს პერსონაჟები; გაავლეს პარალელი მოსმენილ ტექსტსა და ლიტერატურულ გამოცდილებას შორის.

გაკვეთილი მეტად ინტერაქტიული და სახალისო იყო.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი სააზროვნო კითხვების დასმით აქტივატორის როლს ასრულებდა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, გამოთქვეს საკუთარი აზრი და პერსონაჟების ქცევასა და საკუთარ გამოცდილებას შორის პარალელი გაავლეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203