„დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ დედამიწას“- ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
28-04-2022
ბათუმის N13 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით და სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ.
„დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის. ვიბრძოლოთ დედამიწისთვის“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში კი დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.