საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, კომპლექსური დავალების ფარგლებში, რეპორტაჟს ამზადებენ
28-04-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მე-9 კლასის მოსწავლეებმა: ლუჩია ხაჩიძემ, ჯუმბერ ტაბატაძემ და არჩილ ხაჩიძემ სხვადასხვა ეტაპზე თუ თემაზე კომპლექსური მუშაობისა და სათანადო აქტივობების ნაბიჯებად გაწერის შედეგად სხვადასხვა ჟანრისა და სახის პროდუქტი შექმნეს.

მეცხრეკლასელებმა შექმნეს: ბიოგრაფიული ნარკვევი, პოსტერი, პუბლიცისტური ესე, კინო ფილმისა და მხატვრული ნაწარმოების შედარებითი დახასიათება.

ამ ეტაპზე მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობენ, რომელიც რეპორტაჟის მომზადებას (რესურსი - ჭაბუა ამრეჯიბის „მოსე ზამთარაძის ნაამბობი“) გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მაია ავეტისიანია.

„სწავლების ამგვარი მიდგომა სრულიად მისაღებია და პასუხობს მოსწავლეთა საჭიროებას და ინტერესებს. დასტურად, მოსწავლეთა აქტიური და ხალისიანი დამოკიდებულება შეიძლება ჩაითვალოს“, - ნათქვამია პედაგოგის, მაია ავეტისიანის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203