დიოკნისის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და მოედანი ეკოკლუბის წევრებმა დაასუფთავეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და მოედანი ეკოკლუბის წევრებმა დაასუფთავეს.
მე-11 კლასის მოსწავლეებს ხელმძღვანელობას სკოლის დირექტორი უწევდა. ის ეკოკლუბს აქტიური, მიზანდასახული მუშაობისა და იდეების განხორციელებისთვის მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ტერიტორია გულდასმით დაასუფთავეს, ისინი ჯანსაღი გარემოს როლსა და მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ. მათ ნაგავი შეაგროვეს და გარემოს დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: