ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანონიმური წერილები დაწერეს
28-04-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში სიყვარულის დღესთან, 15 აპრილთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
დედოფლისწყაროს ახალგაზრდობის ცენტრმა „იბერიამ“ სკოლაში „ანონიმური წერილების ყუთი“ განათავსა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა წერილები ანონიმურად გაგზავნეს.
აღნიშნული საინტერესო აქტივობა 11 აპრილს დაიწყო და 4 დღეს გაგრძელდა, 15 აპრილს კი წერილები ადრესატებს გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ და მეტად საინტერესო წერილებიც დაწერეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს