ქართული ენის დღესასწაული ახალშენის საჯარო სკოლაში
28-04-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების: სოფიო აზარაშვილის, თეკლე ონიანისა და აზა ჭავჭანიძის ორგანიზებით დედაენის კვირეული გაიმართა, რომელიც 14 აპრილს დედაენის დღეს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა.

კვირეულის ფარგლებში კალიგრაფიის კონკურსი - „ვწეროთ ლამაზად“ გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებით წარსდგნენ: წარმოთქვეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. 

ასევე, ღონისძიების ფარგლებში კალიგრაფიის კონკურსში „ვწეროთ ლამაზად“ გამარჯვებული პირველი კლასელი მათე მამულაშვილი დაჯილდოვდა. დირექტორმა, ვიოლეტა აკობიძემ მოსწავლეები სერტიფიკატებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

ვიოლეტა აკობიძემ ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა:

„დედავ! ქვეყნის სათლის სვეტო და მშვენებავ ზარდე შვილი საქართველოს აღმშენებლად, სულში თაფლად ჩაეწვეთოს შენდა ლხენად დედა ენა, დედა ენა, დედა ენა.

ბავშვებმა ჩვეული სიხარულით აღნიშნეს დედაენის დღე. მადლობა ბავშვებს, მშობლებს და მასწავლებლებს: ქალბატონ სოფიკო აზარაშვილს, აზა ხურცილავას, თეკლე ონიანს, ირმა ჭიღვარიას და ასე შემდეგ, ასე ორგანიზებულად დედაენის დღის აღნიშვნისათვის“, - წერია დირექტორის, ვიოლეტა აკობიძის წერილში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:











 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203