„სუფთა გარემო სიცოცხლის საწინდარია“ - ორგორის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა დაასუფთავეს
28-04-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა ლოზუნგით - „სუფთა გარემო სიცოცხლის საწინდარია“ დაასუფთავეს. მათ დედამიწის დღის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია მოიძიეს და თემატური პლაკატებიც დაამზადეს. 

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„მოსწავლეებს გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის დღის აღნიშვნა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203