„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - სამტრედიის N4 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად საინტერესო პროექტი მოამზადა
28-04-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ნათელა ხონელიძემ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, X1 კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტი მოამზადა. 

პროექტის თემა გახლდათ - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. 

„დედამიწა იგივე ჩვენი სახლია, რომელშიც ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ, ვსაზრდოობთ. მივცეთ მას ჯანსაღად განვითარების საშუალება. გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ, როგორც საკუთარ თავს, რათა მომავალში შეძლოს ჩვენზე ზრუნვა და ჩვენ კი გვქონდეს ამ სახლში არსებობისა და ჯანმრთელი განვითარების საშუალება“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

აღსანიშნავია, რომ სამტრედიის N4 სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203