„მოვეფეროთ დედამიწას, შევმატოთ ხეები, მცენარეები!“- კერძო სკოლა „დავითიანში“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე უკრაინელ სტუმრებთან ერთად აღნიშნეს
28-04-2022

ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანში“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობებით უკრაინელ სტუმრებთან ერთად აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ეკოლოგიურ საკითხებზე პრეზენტაციები ჩაატარეს, გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები და კედლის გაზეთები დაამზადეს და გარემო დაასუფთავეს და გაამწვანეს.

„მოვეფეროთ დედამიწას, სამყაროს, ავუხსნათ სიყვარული, შევმატოთ ხეები, მცენარეები! შევთხოვოთ მშვიდობა, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, ჰარმონია!”- ასეთია სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეთა გზავნილი მსოფლიოს.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203