„დაიცავი დედამიწა - ჩვენი სახლია“ - სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
28-04-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ამ გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა, ირინა ბექაიამ IV2 კლასის მოსწავლეებთან ერთად, საკლასო სივრცეში ღონისძიება - „დაიცავი დედამიწა - ჩვენი სახლია“ გამართა. 

ირინა ბექაიამ პატარებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს მსოფლიოს 193 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, პლანეტის ყველა მცხოვრებს მოუწოდებს დაიცვან დედამიწა, რომელიც ჩვენი საერთო სახლი და საზრუნავია.

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ამ დღისთვის მომზადებული სურათებით გამოფენა მოაწყვეს. ნამუშევრები მათი წარმოსახვით, თემაზე -  „ის მაინც ბრუნავს და ფერადია“ შეიქმნა.  მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს თუ როგორ დაიცვან დედამიწა, რადგან მისი დაცვა ნიშნავს დავიცვათ თითოეული ბავშვის სიცოცხლე.

იხილეთ ვიდეო:

h
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203