ძველი ქანდის საჯარო სკოლის ეზოში მე-4 კლასის მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს
28-04-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მათ მიმდინარე კვირეულის - „დედამიწა ჩემი სახლია“, ფარგლებში სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს. 

ეზოს გამწვანების პოცესში მოსწავლეებთან ერთად, მშობელბიც მონაწილეობდნენ. 

კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი სალომე კვირკელიაა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

მეოთხეკლასელებმა დედამიწის დღის შესახებ, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203