სამყაროს განსხვავებული ხედვა და თანდაყოლილი ნიჭი - ჭალადიდის საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლე სალომე კობახიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა
28-04-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა ცოდნისა და უნარების განვითარებას პედაგოგები უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

ერთ-ერთია სკოლის ნიჭიერი მხატვარი, მე-5 კლასის მოსწავლე სალომე კობახიძე. 

სალომე კობახიძე განსხვავებულად ხედავს სამყაროს და როგორც აღიქვამს მას, ისე გადმოაქვს ფურცელზე, თვითნასწავლი მხატვრის ნიჭი პირველად მისი ხელოვნების მასწავლებელმა მანანა გვასალიამ შეამჩნია.

ამჯერად კი სკოლაში მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო.

გოგონა ჯერ პატარაა, ბევრს მიაღწევს, სკოლა კი მას წარმატებას უსურვებს. 

„წარმატებები, სალი...ჩვენ შენი გვჯერა...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203