წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად ასფალტი მოხატეს
28-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში მონაწილეობდნენ. 

ისინი აქტივობაში - „ასფალტზე ხატვა“, ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესალებლობები წარმოაჩინეს, იხალისეს და ქალაქიც კიდევ უფრო გაალამაზეს.

„მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ი.წულუკიძე ) მონაწილეობა მიიღეს „ასფალტზე ხატვაში". 
ხატვა ყველა გარემოში სასიამოვნოა, ძალიან უხარიათ პატარებს, მაგრამ თუკი ეს მეგობრებთან ერთად ხდება, ქალაქის მერის თანდასწრებით და ყველა ადამიანის „საერთო სახლს"- დედამიწას - სინათლე და სიყვარული. იმედია, მზიანი დღეები ხელს შეუწყობს, რომ სიყვარულით შექმნილმა ნამუშევრებმა დიდხანს დაამშვენოს ჩვენი ქალაქი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203