ჭალადიდის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ ლიზი გელენიძეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა აქვს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ნიჭით გამორჩეული ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა შესახებ ინფორმაციას სკოლა საზოგადოებას მუდამ უზიარებს.
ამჯერად, სკოლა მე-9 კლასის ნორჩ ფეხბურთელ მოსწავლე გოგონას, ლიზი გელენიძეს აცნობს საზოგადოებას. მეცხრეკლასელის ნიჭი პირველად სპორტის მასწავლებელმა, პაატა ხვიჩიამ შეამჩნია.
ლიზი ამჯერად, საფეხბურთო გუნდის „კოლხეთის“ წევრია და წარმატებით ასპარეზობს.
„ჩვენი სკოლის ნორჩი ფეხბურთელი, მე-9 კლასის მოსწავლე, ლიზი გელენიძე ხობის გოგონათა საფეხბურთო გუნდის - „კოლხეთი“ წევრია; წარმატებული და ძალიან შრომისმოყვარე გოგონას ნიჭი პირველად სპორტის მასწავლებელმა, პაატა ხვიჩიამ შეამჩნია და კარიერული ზრდა ურჩია. ლიზის არჩევანმა გაამართლა.
ხობის „კოლხეთის“, გუნდი წარმატებულად ასპარეზობს, 2021 წელს გუნდმა ლიზის მონაწილეობით უმაღლესი ლიგის ფეხბურთში მე-3 ადგილი დაიკავა, 2022 წელს კი საქართველოს თასის ვერცხლის პრიზიორი გახდა, რაც მართლაც სასიხარულოა.
წარმატებები, ჩემო ლიზი.. ვამაყობთ შენით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: