ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
28-04-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატები შექმნეს და ყველას მიულოცეს აღნიშნული დღე.
„გილოცავთ დედამიწის საერთაშორისო დღეს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვის საკითხებს უდიდესი ყურადღება ექცევა და ამ მხრივ სხვადასხვა აქტივობები ტარდება.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203