ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში შიდასასკოლო ფინალური ტურნირი გაიმართა
28-04-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში ფინალური შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა. 

მასში IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. ყველა მათგანმა ღირსეულად იასპარეზა, გამარჯვება კი XII კლასის გუნდმა მოიპოვა. 

მათ სკოლის დირექტორმა ლავრო კოსტავამ გარდამავალი თასი და I ხარისხის სიგელები გადასცა.

მეორე ადგილზე გასული გუნდები კი II ხარისხის სიგელით დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიებას მასწავლებელი ბადრი ნიშნიანიძე უძღვებოდა.

„ჩატარდა კორექტურად, სტიმული მიეცათ მოსწავლეებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203