„სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია“ - ჩხარის N1 სკოლის მესამეკლასელებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა
28-04-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.
სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეებმა ამჯერად, დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომელსაც ფონად სიტყვები - „სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია“ გასდევდა.
მესამეკლასელებმა ლექსებსა და სიმღერებში მშობლიური ენისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლამარა მესხია გახლავთ.