ანდეზიტის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა 
28-04-2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ლალი ხუციშვილთან ერთად, დედამიწის დღეს კვირეული მიუძღვნეს. 

მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებს აქტიურად შეუერთდნენ პირველი-მეორე კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელებთან ერთად. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გამოიწვიეს უფროსკლასელები, რომლებმაც გამოწვევა ხალისით მიიღეს.

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, ბუკლეტები, ნაგვისა და მაკულატურის დახარისხების გეგმა განსაზღვრეს, ასევე დაგეგმეს ნერგების დარგვა და დასუფთავების აქციაში აქტიური ჩართვა. მათ შეიმუშავეს დევიზი - „დედამიწაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა“. 

აღსანიშნავია, რომ ანდეზიტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203