თბილისის N102 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისკრიმინაციის თემაზე ფილმი ნახეს და განიხილეს
28-04-2022
თბილისის N102 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისკრიმინაციის თემაზე ფილმი ნახეს. 

მათ ჩვენების შემდეგ დისკუსია მოაწყვეს და აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრეს. მთავარი გმირის ქმედებები გაანალიზეს, გამოიტანეს დასკვნები და აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

„მოსწავლეებმა მასწავლებლის მითითებით ნახეს ფილმი - „კლასისი წინ“. მათ გაანალიზეს/შეაფასეს მთავარი გმირის, ბრედის პრობლემა, მისი დამოკიდებულება თავის დაავადებასთან. ოჯახის წევრების, თანატოლების, მასწავლებლების დამოკიდებულება ბრედის ქცევასთან. იმსჯელეს გმირის მიზანდასახულობაზე, იმედგაცრუებასა და გამართლებაზე და სხვა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203