დამიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ტრადიციულად გარემოსდაცვითი აქციით აღნიშნეს
28-04-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში არც წელს უღალატეს  ჩვეულ ტრადიციას და დედამიწის დღე მცირე გარემოსდაცვითი აქციით აღნიშნეს. 

შენობაში გაიკრა საინფორმაციო პლაკატები, დასუფთავდა სკოლის ტერიტორია და გამწვანდა ეზო.

აქტივობაში მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები.       

აქტივობას პედაგოგი რუზანა სარგისიანი ხელმძღვანელობდა.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203