თბილისის N102 სკოლის მოსწავლეებმა დისკრიმინაციის პრევენციასა და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაზე დისკუსია გამართეს
თბილისის N102 საჯარო სკოლის IXა და XIა კლასის მოსწავლეებმა დისკრიმინაციის პრევენციასა და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს. დისკუსია მრავალფეროვანი აქტივობების გამხორციელების შემდეგ გაიმართა.
მოსწავლეებმა პროექტით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე ისაუბრეს. მათ დაწერეს ესე - „მე ვარ ტოლერანტი“ და ბუკლეტები დაამზადეს.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„პროექტის დასასრულს, შეჯამების ეტაპზე მოსწავლეებმა თ.ფაჯიშვილის მითითებით დაწერეს ესე - მე ვარ ტოლერანტი და დაამზადეს ბუკლეტები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.