ქუთაისის N33 სკოლის მოსწავლეებმა საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესები ისწავლეს
27-04-2022
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ჩაატარდა.

„საგანგებო სიტუაციების წვრთნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამართა. 

მათ მოსწავლეებს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურების და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ მიაწოდეს. 

შეხვედრის მიზანი ცნობიერების ამაღლება იყო. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
 
„მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სკოლის შენობაში სიმულაციური საგანგებო სიტუაცია შექმნეს და დააკვირდნენ, თუ როგორ გამოიყენეს პრაქტიკაში მოსწავლეებმა ორგანიზებული ქცევის შესახებ მიღებული ცოდნა. სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა ჩაატარეს ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203