წეროვნის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასში დედამიწის დღეს აქტივობა მიუძღვნეს მოსწავლეებმა, პედაგოგ ირმა ხუნდაძის ხელმძღვანელობით, თემატური ნამუშევრები მოამზადეს. მათ დედამიწის დღის შესახებ კმეტი ინფორმაცია გაიგეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„ჩვენი პატარა დედამიწელები. მათ მშვიდობიანი, ჯანმრთელი, მხიარული, მზიანი და ლამაზი დედამიწა უნდათ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: