კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის შეჯიბრში I ადგილი დაიკავა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაკრებმა მინი ფეხბურთის ზონურ შეჯიბრში I ადგილი დაიკავა.
გუნდმა შეჯიბრში ღირსეულად იასპარესა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
მათი მასწავლებელი ბადრი გოგილაშვილია.
სკოლაში ამაყობენ მათი გამარჯვებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას შემდეგ ეტაპზე“,- წერია სკოლის მიერ გავტცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტის სახეობებით დაინტერესებას დიდ ყურადღებას აქცევენ.