„ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედამიწა“ - იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასფალტი მოხატეს
27-04-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის მეორე დღე ასფალტზე ხატვას დაეთმო. შემოქმედებითი და სახალისო აქტივის თემა კი, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვას შეეხებოდა. 

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედამიწა“- ამ ლოზუნგით მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203