მაწიმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა მოსწავლეებს გარემოსდაცვით თემაზე საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა
27-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, ინგლისურის პედაგოგმა, მარიამ გოგოლაძემ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მე-3 და მე-6 კლასებში გაკვეთილი თემაზე - We Love The Earth ჩაატარა.

მოსწავლეებმა, გაკვეთილის მსვლელობისას პრეზენტაციები წარადგინეს, შექმნეს მაკეტები და გამოფინეს.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203