„დედამიწა ჩვენი სახლია“- ხონის N3 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
27-04-2022
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, პირველი კლასის მოსწავლეებმა პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“ წარადგინეს.
 
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს ამ დღის აქტუალურობა, ისტორია, სად და როდის აღნიშნეს პირველად დედამიწის დღე.

მათ წარმოადგინეს ეკოლოგიური პრობლემები და მათი დაძლევის გზების ძიების შესახებ ისაუბრეს. მოაწყვეს დისკუსია, ნახატებისა და პლაკატების პრეზენტაცია. 

მოსწავლეების ხელმძღვანელი პედაგოგი თეა მესხი იყო.

პროექტის მიზანი იყო მომავალ თაობას ბუნებისადმი სიყვარულის და პატივისცემის გრძნობა გამძაფრებოდათ.

„შევიყვაროთ დედამიწა და დედამიწა შეგვიყვარებს ჩვენ, ასე მითხრეს ჩვენმა პირველკლასელმა მერცხლებმა, თეა მასწთან ერთად. დედამიწა იმიტომ მიყვარს, რომ თქვენ ხართ მისი ბინადარნი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203