ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
27-04-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში სალომე ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
„22 აპრილი დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღეა, სწორედ ამიტომ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე და საზოგადოების სწავლების ფარგლებში III და IV კლასის მოსწავლეებთან ერთად შევუერთდით საერთაშორისო დღეს; ვისაუბრეთ, როგორ დავეხმაროთ, როგორ მოვუაროთ და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის დედამიწის დაცვას; მოსწავლეებმა შეასრულეს საინტერესო ნახატები და შემდეგ კი სკოლის ახლოს მდინარის პირას გავედით და დავასუფთავეთ ბუნება. მსგავსი აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს გაითავისოს დედამიწის დაცვის საერთაშორისო მნიშვნელობა; დავეხმაროთ დედამიწას, მოვუაროთ დედამიწას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს