ფოთის N7 საჯარო სკოლაში ეკოლოგიური განათლების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა
27-04-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში ეკოლოგიური განათლების ამაღლების მიზნით 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლაში კვირეული საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო კათედრების ჩართულობით ჩატარდა, რომელშიც არამხოლოდ მასწავლებლები და მოსწავლეები, არამედ მშობლებიც მონაწილეობდნენ.

კვირეული სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული.

VI-VIII კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს თემატური ნახატების პრეზენტაცია (ხელმძღვანელები: მაყვალა მესხი და ლელა ხორავა). 

საინტერესო იყო კოლხეთის ეროვნული პარკის პროექტი, რომელშიც ჩვენი გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ფოთის N4 და ახალსოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მონაწილეებს გადაეცათ თემატური აპლიკაციებით გაფორმებული ჩანთები, სკოლებს კი დეკორატიული ნერგები ( ხელმძღვანელი ანა კვასხვაძე). 

პედაგოგმა, ნანა დონდოლაძემ IV კლასში ჩაატარა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია". მოსწავლეებმა ასევე, სკოლის სკვერში დარგეს ყვავილები. 

კვირეულის დასკვნითი აქტივობა გახლდათ გეოვიქტორინა. მონაწილეობდნენ VII-XI კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ანა კვასხვაძე) 

დასასრულს მოსწავლეებმა თავიანთი სურვილებით გაფორმებული უკრაინის დროშის ფერების ბუშტები გაუგზავნეს დედამიწას. 

კვირეული დირექტორის, ნანა საბულუას სამადლობელი სიტყვებით დაიხურა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203