„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“- ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პროექტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე პროექტით „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ თარიღთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ნამუშევრები შექმნეს. მათ ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
გარდა ამისა, სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორიაც გულდასმით დაასუფთავეს.
„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და შევახსენეთ საზოგადოებას ჩვენი მოვალეობები, ჩვენი უფლებები გავუფრთხილდეთ ბუნებას სამყაროს ჩვენს საერთო საცხოვრებელს. ეს იყო ჩვენი მოსწავლეების მთავარი ამოცანა.
პროექტის ფარგლებში. ბევრ საინტერესო და ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობ სიახლეებს გავეცანით მცენარეებზე ცხოველებზე, ფრინველებზე, ასევე საინტერესო ფაქტებს ეკოსისტემებზე თანაცხოვრებას როგორც ერთმანეთთან, ასევე გარემოსთან“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: