წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
27-04-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს და პრეზენტაცია წარმოადგინეს.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კი სურვილების ხე, დედამიწის მოფრთხილების შესახებ, თავიანთი ჩანაფიქრებით შეავსეს.
გარდა ამისა, ბუნებისმეტყველების პედაგოგმა, ოლღა მზექალაშვილმა, მოსწავლეებს ელექტრონული რესურსის სახით, მოკლე ვიდეორგოლებით დედამიწის წარმოშობისა და განვითარების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას. ბოლოს, მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს