ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“, ბიოლოგიის მასწავლებლის, ნაილი კუპატაძის ინიციატივით, დედამიწის დღე აღინიშნა
27-04-2022
ზესტაფონის ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ დედამიწის დღე აღნიშნეს.

თეორიული და პრაქტიკული აქტივობები ბიოლოგიის მასწავლებლის ნაილი კუპატაძის ინიციატივით გაიმართა.

მოსწავლეებმა კლიმატური ცვლილებებისა და ეკოლოგიაზე მის გავლენაზე ვრცლად ისაუბრეს, ასევე განიხილეს, რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ. 

გარდა ამისა, მათ მცენარეების ნერგებიც დარგეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„მათ აღნიშნეს, რომ გლობალური დათბობა არის კაცობრიობის მთავარი პრობლემა, მისი სავალალო მოსალოდნელი შედეგების გამო. მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ გარემოს დაცვა და მისი ჯანსაღად შენარჩუნება ნიშნავს მომავალ თაობაზე ზრუნვას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელეულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203