ვარდისუბნის საჯარო სკოლაში არსებული ეკოსკოლის წევრებმა სააღდგომოდ საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
27-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოსკოლა „ვარდისუბნის“ წევრებმა საქველმოქმედო აქტივობა - „სიკეთე გადამდებია“, ჩაატარეს. 

სკოლის ადმინისტრაციამ, ეკოსკოლის მოსწავლეებმა, მშობლებთან ერთად, გადაწყვიტეს, სააღდგომო საჩუქარი იმ ადამინებისთვის გაეკეთებინათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და გაახარებდა. 

სკოლის ხელმძღვანელთან და თემის წარმომადგენლებთან ერთად შეირჩა რამდენიმე ოჯახი, ორი დღის განმავლობაში ვარდისუბნის თემში თანხა და სააღდგომოდ შესაღები კვერცხები შეაგროვეს. თანხით პასკები, ტკბილეული და სურსათი შეიძინეს. საჩუქარი კი შერჩეულ ოჯახებს გადასცეს.

„ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
სიკეთის კეთება ადამიანის  განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც სიცოცხლეს ფასი ეკარგება, სიკეთის მარცვალი თითოეულ ადამიანშია, მთავარი მისი გაღვივებაა, როდესაც შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება.
ეს დღე ძალიან ამაღელვებელი იყო,  ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ.
ყველამ კარგად ვიცით, ერთ კეთილ საქმეს ძალუძს სხვისი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისაკენ და ჩვენს მიერ გაკეთებულმა ერთმა კეთილმა საქმემ შეიძლება უფრო მეტი სიხარული მოიტანოს, რამეთუ სიკეთე არასდროს იკარგება.
ეკოსკოლის მოსწავლები კვლავ გააკეთებენ სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციას. უღრმესი მადლობა მშობლებს გულიკო ათანელიშვილს და მადონა კაპანაძეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203