ვანთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მომავალი ჩვენია“ წევრებმა დედამიწის დღის შესახებ პროექტის პრეზენტაცია გამართეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშნვას შეუერთდნენ. სამოქალაქო განათლების კლუბის „მომავალი ჩვენიას“ წევრებმა პროექტის „22 აპრილი დედამიწის დღის“ პრეზენტაცია წარადგინეს.
მათ ამ დღის დაარსების საფუძველსა და ისტორიაზე ვრცლად ისაუბრეს, მოიძეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: