მუხრანის N3 სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა და მე-7 კლასის მოსწავლემ დედამიწის დღეს საინფორმაციო ვიდეორგოლი მიუძღვნეს
27-04-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ამ გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიის პედაგოგმა მანანა ნადირაძემ და მეშვიდე კლასის მოსწავლე ნინო გერაძემ, საინტერესო ვიდეორგოლი შექმნეს და მოსწავლეებს ამ დღისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203