ნაგარევის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები წიგნებით დასაჩუქრდნენ
27-04-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, წიგნები საჩუქრად გადასცეს.

წიგნების ჩუქების ინიციატორი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი იყო. 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სკოლას მამა იოსები და მამა მოსე ესტუმრნენ.

სკოლა თითოეულ მათგანს ყურადღებისათვის მადლობას უხდის.

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, პირველკლასელებს საჩუქრად საბავშვო ასაკზე გათვლილი, საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ინფორმაციით დატვირთული წიგნები გადასცეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203