ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კრიტიკული და შემეცნებითი აზროვნების განვითარების მიზნით, საინტერესო ინგლისურენოვანი ფილმი ნახეს
27-04-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებმა, კრიტიკული და შემეცნებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფილმი ინგლისურ ენაზე ნახეს. 

ფილმს Eternals მოსწავლეებმა, კინო დარბაზში, 3D ფორმატით, პროექტის - My famourite film ფაარგლებში უყურეს. 

კინოჩვენების შემდეგ, დისკუსია გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ნანახის შესახებ ისაუბრეს და შთაბეჭდილებები ერთმანეტს გაუზიარეს. 

პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები წარმოადგენენ ნანახი ფილმის აღწერილობას წერილობითი სახით და შეიქმნება კედლის გაზეთი.

აქტივობის ხელმძღვანელი ინგლისურის მასწავლებელი ნინო გიგოლაშვილია.

„მოხდა შთაბეჭდილებების ურთიერთგაზიარება, რამაც ხელი შეუწყო სმენითი და მეტყველების უნარების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენაში. 
წარმატებებს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203