წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწას ჰიმნი მიუძღვნეს
27-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი სახლია“ (მასწავლებელი ნ. ჭოლოკავა) ჩატარდა.
ღონისძიებაში VIII-IX-X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც დედამიწის გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და დასძინეს, რომ დედამიწა გასაჭირშია, რომლის გადარჩენა ჩვენს ხელშია.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა შექმნეს ჰიმნი და დედამიწას უმღერეს:
„მზის სისტემაში გამორჩეულო,
სიყვარულით და სითბოთი სავსევ,
შენა ხარ ჩვენი დედა პლანეტა,
ამ სამყაროს, რომ სიცოცხლით ავსებს!“.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებას მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არც ერთი წუთით არ ავიწყდება.
ღონისძიების ბოლოს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს, დაგმეს აგრესია და გააკეთეს მოწოდება - „ჩვენ გვსურს მშვიდობა დედამიწაზე“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203