„ენა დედაა ერისა“ - გუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენის სიწმინდის სადარაჯოზე
27-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე - „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებმა ძირძველ ქართულ ენას ლექსებითა და სიტყვებით პატივი მიაგეს. ასევე, ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის სიწმინდის დაცვა.