დიდი ჭყონის N1 სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ნაწარმოებების შესახებ შთამბეჭდავი პრეზენტაციები მოამზადეს
27-04-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას.

მკითხველთა კლუბი სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობებს ხშირად მართავენ, რომლებშიც მოსწავლეები მუდამ დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, მე-6 კლასის შემდეგმა მოსწავლეებმა სხვადასხვა ნაწარმოებების შესახებ მეტად საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს:

1. მარიამ მალანიამ, „პატარა ქალები“ ავტორი - ლუიზა მეი ოლკოტი;

2. ლია ნაჭყებიამ, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის“ ავტორი - ასტრიდ ლინდგრენდი;

3. ქრისტინე კეკუტიამ, „მე ბებია ილიკო და ილარიონი“ ავტორი - ნოდარ დუმბაძე;

4. რამაზ ბასილაიამ, „მოძღვარი“ ავტორი - ალექსანდრე ყაზბეგი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში წიგნებისადმი სიყვარულის გაღვივებას მუდამ ხელს უწყობენ და სწორედ ამიტომ, დირექციის დახმარებით ღონისძიებები აქტიურად იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203