ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
28-04-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. 

მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ერტისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203