გაიცანით, ჭიათურის N2 სკოლის იშვიათი ხმის ტემბრით დაჯილდოებული მოსწავლეები - გიორგი ფიფია და გიორგი ტყემალაძე
27-04-2022
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ბევრი გამორჩეული, შემოქმედებითი და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე სწავლობს.
სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეები კი მე-11 და მე-9 კლასელები გიორგი ფიფია და გიორგი ტყემალაძე გახლავთ. ორივე მათგანი საოცარი მუსიკალური მონაცემითა და იშვიათი ხმის ტემბრით (ვოკალით)არიან დაჯილდოებულნი, რომელსაც შემდგომში დიდი შრომა და განვითარება სჭირდება.
ისინი სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში ხშირად მონაწილეობენ და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები სკოლისა და ქალაქის სასახელოდ ბრუნდებიან.
სულ ახლახანს კონკურსში „იპოვე ვარსკვლავი - 2022“ მონაწილეობდნენ, რომელიც თბილისში, კომპოზიტორთა სასახლეში ჩატარდა.
გიორგი ფიფიამ გრანპრი, ხოლო გიორგი ტყემალაძემ I ადგილი დაიმსახურეს.
„მუსიკა ხომ ადამიანს ესთეტიურობას, დახვეწილობასა და სულიერ სილამაზეს სძენს. სწორედ ამ მაღალი ზნეობრივი თვისებებით გამოირჩევიან ჩვენი სკოლის საუკეთესო მე-11 და მე-9 კლასების მოსწავლეები გიორგი ფიფია და გიორგი ტყემალაძე.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებებს და გზას დავულოცავთ უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად.
დიდი სურვილი გვაქვს, ისინი ვიხილოთ მსოფლიოს სახელგანთქმული საოპერო თეატრების სცენებზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203